суббота, 27 мая 2017 г.

მე-9 დღის რეფლექსია

დღეს განსაკუთრებული დღე იყო,საინტერესო,გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაციები,ერმანეთს მივეცით რჩევები,გული მწყდება, რომ დამთავრდა საინტერესო შეხვედრები,უღრმესი მადლობა ჩვენს საუკეთესო ტრენერს,ქალბატონ შორენას!

воскресенье, 14 мая 2017 г.

მე-8 დღის რეფლექსია

პროექტის გეგმა

 დღევანდელმა დღემ ბევრი რამ მასწავლა .გავეცანით ფასილიტაციის საშუალებებს,ვისწავლეთ ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. ეს მოდული დამეხმარება, ელექტრონული კითხვარის შექმნაში.

воскресенье, 7 мая 2017 г.

მე-6 დღის რეფლექსია

საკმაოდ დატვირთული დღე იყო,ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის ნიმუშები,მივეცით რჩევები,ვიმუშავეთ მე-5 მოდულზე,შევქმენით შეფასების რუბრიკები ვიმუშავეთ googl drive-სა და power point-Si
 მივიღე საშინაო დავალება, უნდა წარმოვადგინო ჩემი პროექტის პროცედურები და ერთ-ერთი ჯგუფის პრეზენტაცია (მოსწავლის ნიმუში)
ჩემი პროექტის სათაურია:,,რაც მტრობას დაუნგრევია,სიყვარულს უშენებია"(ნ.დუმბაძის ,,ბოშები") ვაპირებ ვიმუშაო მე-2 ჯცუფის დავალებაზე,რომელიც ითვალისწინებს ბოშების შესახებ  ინფორმაციის მოძიებას.

суббота, 6 мая 2017 г.

მე-5 დღის რეფლექსია

საინტერესო დღე იყო,გავეცანით ინტერნეტს, როგორც საძიებო სისტემას და კომუნიკაციის საშუალებას,ასევე საავტორო უფლებების დაცვას,სურათებისა და ვიდეომასალის მოძიებასა და ატვირთვას,თუმცა კომპიუტერმა ძალიან გამაწვალა.

воскресенье, 30 апреля 2017 г.

მე--4 დღის რეფლექსია

დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ მიმართულების მიმცემი კითხვები,მივეცით ერთმანეთს რჩევები.ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე.გავეცანით შეფასების სტრატეგიებს და ავირჩიეთ ჩვენთვის სასურველი.ასევე ვიმუშავეთ წინარე ცოდნის შესამოწმებელ სქემებზე

суббота, 29 апреля 2017 г.

მე-3 დღის რეფლექსია

სასიამოვნო დღე იყო, ჯგუფის წევრები გავეცანით ერთმანეთის თემებს.ვიმსჯელეთ,ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები,ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე,გავუზიარეთ ერთმანეთს აზრი,დღე იყო ნაყოფიერი.